მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი პიკი – 45 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში საქართველოში 2911 შემთხვევა გამოვლინდა – უმრავლესობა კვლავ თბილისში.

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 45 ადამიანი -ეს COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების პიკური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.

გასული დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 2421 ადამიანი.

ქვეყანაში 632-ი მძიმე პაციენტია. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 308 ადამიანი.

სულ საქართველოში დადასტურებულია 66561 შემთხვევა

აქედან:

გარდაცვლილი – 566
გამოჯანმრთელებული – 49811
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 16184

ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:

თბილისში – 1 056;
აჭარაში – 476;
იმერეთში – 469;
ქვემო ქართლში – 201;
შიდა ქართლში – 134;
გურიაში – 76;
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294;
კახეთში – 69;
მცხეთა-მთიანეთში – 19;
სამცხე-ჯავახეთში – 92;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25.

მსგავსი პოსტები

Back to top button