ახალი სამსახური და ახალი უფროსი ლაგოდეხის გამგეობაში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახლადშექმნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილებას ახლი ხელმძღვანელი ჰყავს.

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროფესიით ეკონომისტს, მანანა ლობჟანიძეს ჩააბარა.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ის თანამდებობაზე კახეთის გუბერნატორის რეკომენდაციით დაინიშნა.

ლობჟანიძე ირაკლი შიოლაშვილთან ნაცნობობას და შესაბამისად მისგან რეკომენდაციის გაწევას არც უარყოფს და არც ადასტურებს .
როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, მანანა ლობჯანიძეს კარგად იცნობს, თუმცა მისი დასაქმების რეკომენდაციით არავისთვის მიუმართავს.

“მანანას კარგად ვიცნობ და რომ ეკითხათ, რეკომენდაციას აუცილებლად გავუწევდი”, – განაცხადა გუბერნატორმა.

მანანა ლობჟანიძე პროფესიით ეკონომისტია და სხადასხვა დროს მუშაობდა საბანკო სექტორში, გაყიდვების და განვადების აგენტის თანამდებობებზე.

ლობჟანიძე ლაგოდეხის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილების უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად 12 ოქტომბერს დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button