რეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთში მერიასთან აქცია გაიმართა

ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთთან აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ,დღესაც ქალაქში გავრცელებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს. მათი თქმით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდშია. შეკრებილები მერთან შეხვედრას და სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებთან არავინ გამოჩენილა.

„მიუხედავად უამინდობისა და დაჭერებისა შევიკრიბეთ, მოვიდა ხალხი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ იმედია გაიზრდება აქციის მონაწილეთა რაოდენობა, აქციები გაგრძელდება. ვითხოვთ მერთან შეხვედრას, არ მოდის, რისი ეშინია არ ვიცით. ამ ხალხმა ერთ დროს მას დაუჭირა მხარი. ამიტომ, იკადროს და შეხვდეს. ჩვენი გვერდში დგომა თუ სჭირდება დაუდგებით , რომ მოვაგვაროთ ერთობლივად ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა, რომ არ მოუწიოთ კიდევ ხვალ და ზეგ ახალგაზრდებს სიცივეში, წვიმაში აქციების გამართვა“ – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გიორგი ქვარცხავამ.

აქციის მონწილეები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად შეიკრიბებიან და იქამდე გააპროტესტებენ თევზის სუნს, ვიდრე არ შეხვდებათ ქალაქის მერი გოჩა კურდღლია.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button