მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ქალაქი ბელგოროდი დაიბომბა-დაიღუპა 10 ადამიანი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანახმად, ბელგოროდის ცენტრის დაბომბვის შედეგად შაბათს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 45 ადამიანი დაიჭრა.

ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა. ინფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ სისტემატურად იცვლება. რუსულ ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელდა არა ერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს ათობით დამწვარი მანქანა და დაზიანებული შენობები. რუსული მხარის თქმით, სულ დაიწვა 40-ზე მეტი სატრასპორტო საშუალება. გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
მანამდე გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ორი ბავშვის დაღუპვის შესახებ დაწერა ტელეგრამის არხზე. ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. გლადკოვის თანახმად, ცეცხლი გაუხსნეს ასევე დაბა ურაზოვოს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ტელეგრამის არხებში ქვეყნდება ვიდეოები და კადრები, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, ბელგოროდის დაბომბვის შედეგებია აღბეჭდილი. მათზე ჩანს ცეცხლწაკიდებული მანქანები, დაზიანებული შენობები, მათ შორის – საცხოვრებელი სახლები.

მინიმუმ ერთი აფეთქება მოხდა ცენტრში. აფეთქების მომენტი ვიდეოზეა გადაღებული.
როგორც ჩანს, მთლიანობაში რამდენიმე აფეთქება იყო. ფოტოზე ჩანს, რომ ქალაქის თავზე კვამლის რამდენიმე სვეტია აღმართული.
ქალაქში გაუქმებულია სარაკეტო საფრთხის სიგნალი, იტყობინება ტელეგრამის არხი „ჟესტ ბელგოროდი“.

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება წლის განმავლობაში რეგულარულად იტყობინებოდა უკრაინის ძალების იერიშების შესახებ. ზაფხულში ხელისუფლებამ საზღვრისპირა დასახლებების ევაკუაცია გამოაცხადა. რეგიონის დედაქალაქამდე აქამდე, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატები აღწევდნენ. 30 დეკემბრის იერიში ყველაზე მასშტაბურად ფასდება ომის მთელი პერიოდის განმავლობაში, იტყობინება BBC.
ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, პარასკევს დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი შენობა დაზიანდა. გლადკოვი ასევე იტყობინებოდა დაჭრილებისა და ნგრევის შესახებ ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებში.
ცნობისთვის რუსული მხარის მტკიცებით უკრაინამ იერიში საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა, ხოლო უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. უკრაინა ამბობს, რომ აფეთქებები ბელგოროდში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია. უკრაინული მედია თავდაცვის ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს მიტანილი იერიშის თავიდან აცილება სურდა, თუმცა “არაპროფესიონალური მუშაობის შედეგად” ნამტვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. უკრაინის სარაკეტო თავდასხმა რუსეთის მიერ გუშინ მიტანილი ფართომასშტაბური დარტყმების პასუხი იყო.
უკრაინის მოსაზღვრე კიდევ ერთი ოლქის, ბრიანსკის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა შაბათს განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ორი სოფლის დაბომბვის შედეგად ბავშვი დაიღუპა. მან ტელეგრამის არხში დაწერა, რომ ცეცხლი დაუშინეს სოფლებს კისტერსა და ბორშჩევოს, რომლებსაც 10 ჭურვი ესროლეს.

უკრაინის ტელეკომპანია „სუსპილნე“ სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმების სამიზნეები იყო სამრეწველო ობიექტები. კიევი იერიშებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით რუსეთის სამხედროებმა დრონები ჩამოაგდეს და დაიჭირეს ბრიანსკის, ორლოვის, კურსკისა და მოსკოვის ოლქების თავზე.

შეჰგახსენებთ რომ რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა გუშინ განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები. ბოლო ონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევისას 110-მდე რაკეტა გამოიყენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button