ახალი წლის პირველი დღეები უკრაინაში საზეიმო არ იყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 2023 წლის დასაწყისიდან უკვე ჩამოაგდეს რუსეთის 80-ზე მეტი დრონი. მისი თქმით, არის ინფორმაცია, რომ რუსეთი „თვითმკვლელი უპილოტო აპარატებით” გრძელვადიან შეტევას გეგმავს.
ზელენსკიმ ვიდეო გამოსვლაში თქვა, რომ “წლის დასაწყისიდან მხოლოდ ორი დღე გავიდა და უკრაინის თავზე ჩამოგდებული ირანული საფრენი აპარატების რაოდენობა უკვე 80-ს აჭარბებს. უახლოეს მომავალში კი ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რადგან ამ კვირებში ღამეები შეიძლება არ იყოს მშვიდი,“ აცხადებს ზელენსკი, რომელსაც აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი „შაჰედებით“ გრძელვადიან შეტევას გეგმავს, წერს “უკრაინსკაია პრავდა”.
რუსეთის ქმედება მიმართულია განადგურებისკენ, „ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკის გამოფიტვისკენ“, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის შენაერთებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბრძოლის ველზე.
უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმებს ირანული “შაჰედის” დრონებით.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედებთან ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გამოფიტაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკული სექსტორის”, – თქვა ზელენსკიმ ორშაბათს ღამის მიმართვაში.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს რუსეთის თვითმფრინავების გეგმების ჩავარდნა. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
ცნობისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სექტემბრის შემდეგ მტრის თითქმის 500 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერ, იური იგნატზე დაყრდნობით წერს. მისი განცხადებით, საახალწლო არდადეგების პერიდში, ორ დღეში განხორციელებული თავდასხმების დროს რუსეთის მიერ გაშვებული 84 დრონი ჩამოაგდეს.
მისი განცხადებით, თუ რუსეთი თავდასხმების ასეთი ტემპით გაგრძელებას აპირებს, მოემზადებიან.
“მოვემზადებით. დრონებს ჩამოვგდებთ. როგორც ხედავთ, ორ დღეში ჩამოაგდეს 84 დრონი – ახალი წლის ღამეს და მეორე დღეს. 100% [დრონების] საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ასეთი შედეგები აქამდე არასოდეს ყოფილა მიღწეული. დრონების რაოდენობა უკვე უახლოვდება 500-ს 11 სექტემბრის შემდეგ. ეს არის 500 ჩამოგდებული თვითმფრინავი. იგივეა საკრუიზო რაკეტებთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტა ნაკლები. მე ვითვლი თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 11 სექტემბრიდან”, – თქვა სპიკერმა.
იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ მტერი მიზანმიმართულად ზრდის ირანული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას უკრაინის საჰაერო თავდაცვითი თავდაცვის მიზნით და მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით.
ახალი წლის პირველი დღეები უკრაინაში საზეიმო არ იყო. რუსი ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ მშვიდობიანი ობიექტების დაბომბვას და მოსახლეობის დიდი ნაწილი ძირითად დროს ბომბსაცავებში ატარებს. საპასუხო იერიშებით თავისუფლებისთვის მებრძოლები კრემლის რეჟიმის არმიის განადგურებას აგრძელებენ და კიევში იმედი აქვთ რომ წელს მათი გამარჯვების წელი იქნება, რადგან სირთულეების მიუხედავად უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ მხნეობას და აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის.