მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული-რას წერენ ლექსო ლაშქარავაზე

დოიჩე ველეს ინფორმაციით, 5 ივლისს სასტიკად ნაცემი “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა

“დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ლექსო ლაშქარავაზე წერია, რომ ”ტვ პირველის” ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს, ამის შემდეგ მას ოპერაცია დასჭირდა. პოლიციამ მისი სიკვდილის ფაქტზე საქმე აღძრა.

აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები მათი საქმიანობის გამო გახდნენ სამიზნეები.

სტატიაში, ასევე საუბარია, ჟურნალისტების ცემისა და თავდასხმაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია, ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, ავღანეთი და სხვა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენს ჟურნალისტებს დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათ შორის ერთი 5 ივლისს , სასტიკად ნაცემი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი,ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button