მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახალციხელ ექთანს დღეს დაკრძალავენ-გარდაცვალების ფაქტს ჯანმო ეხმაურება

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილ მედდას ახალციხეში დღეს დაკრძალავენ. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.

ფაქტს გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი განმარტებით, კოვიდის პრევენციის სარგებელი ბევრად აღემატება ვაქცინის რისკს

“გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და ეს დაფიქსირდა სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც. ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად მითითებაა, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინაცია კეთდება ისეთ ვითარებაში, სადაც მედპერსონალია წარმოდგენილი, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც განუვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. ჩვეულებრივ, ამის მკურნალობა შესაძლებელია, თუ ეს ხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია.

მეორე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ყველას ვინც ვაქცინას მიიღებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ წინა ანაფილაქსიის ისტორია. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ ზემოქმედების მინიმალიზებას სიფრთხილის გამოჩენით,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათანი.

შეგახსენებთ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა, შემდეგ კი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button