მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი,რომელიც კომაში იყო გარდაიცვალა

შეგახსენებთ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ “ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს”. ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ “ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს”.

გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა “უსაფრთხო და ეფექტიანია” და “მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი”

მსგავსი პოსტები

Back to top button