მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახალციხელი ექთნის ოჯახი ექპერტიზის დასკვნის მოლოდინშია

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, უნდა შეფასდეს რამდენად დროულად აღმოუჩინეს ექთანს დახმარება.

“ამ დასკვნებმა უნდა მოგვცეს გარკვეული ინფორმაცია მეგის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. რეალურად აღმოჩნდა, რომ მეგის ვაქცინა გაუკეთდა არა 12:00 საათსა და 30 წუთზე, როგორც ფორმა-100-ში არის დაწერილი, არამედ, დაახლოებით, 12:00 საათსა და 13 წუთზე. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება შეფასდეს, რამდენად ადეკვატურია ექიმების რეაგირება, ქმედება, მათ შორის – რეანიმატოლოგის,” – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, 27 წლის ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. ეპიდემიოლოგების განმარტებით მედდას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.ის მოგვიანებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button