ახალციხეში პოლიციას დაკავებულების ცემაში ადანაშაულებენ

ახალციხეში პოლიციას დაკავებულების ცემაში ადანაშაულებენ.
თურქეთის მოქალაქეებთან დაპირისპრიების გამო 3 მამაკაცი წუხელ საბაგირო სადგურის დასახლებაში ერთ-ერთ ბარში დააკვეს.
გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდები დაუმორჩილებლობის მუხლით ადმინისტრაციული წესით აიყვანეს, სასამართლომ კი 10 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
წინასწარი მოთავსების იზოლატორთან გვიან ღამემდე დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. მათი მტკიცებით, დაკავებულები ნაცემები არიან, ერთ-ერთი კი მძიმედ არის დაშავებული – ის პოლიციამ თავდაპირველად საავადმყოფოში გამოკვლევბისთვის მიიყვანა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებები არ დაუდგინდა და ახლა სამედიცინო მომსახურებას აღარ იღებს.
შეკრებილები ახალგაზრდის კლინიკაში დაბრუნებას ითხოვენ. პარალელურად კი, გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო.