მნიშვნელოვანირეგიონი

ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა

ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა. მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი 3500 ლარი ექნებათ.

ანაზღაურება თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებსაც მოემატათ, მაგრამ, არა ისე საგრძნობად, როგორც პირველ პირებს.

ცვლილება ყველას შეეხო გარდა სამსახურების უფროსების, რადგან მათ ხელფასები დეკემბერში გაეზარდათ. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, რიგითი თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება 120 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ გაზრდილი ხელფასების შემდეგ 2018 წელს პრემია–დანამატები მერიასა და საკრებულოში აღარ გაიცემა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შტატით 140 თანამშრომელია, ხოლო ხელშეკრულებით 11.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button