მნიშვნელოვანისაქართველო

ახალწვეულებმა და რეკრუტებმა ფიცი დადეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი დადო 488 რეკრუტმა.

ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად გაიმართა თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში.

გელათის გარდა, ამ ადგილებს უკავშირდება 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მომხდარი ბრძოლები, გელათში კი წვევამდელებმა ფიცი დადეს მეფე დავით აღმაშენებლის საფლავზე.

სამხედრო ფიცის დადებამდე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შემდეგ კი წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ფიცი დადების პროცესი_ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button