მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის თემში შემავალ სოფელ ზემო მსხალგორში 65-დან 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარს ადასტურებს ბაისუბნის თემში მერის წარმომადგენელი გიორგი ბარბაქაძე თუმცა ამბობს, მომხადრის მოტივი და დეტალები მისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო ჰერეთს უთხრეს, რომ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება სს კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.