მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მთავრობა კოვიდრეგულაციების ვადაზე ადრე მოხსნას აანონსებს

შესაძლოა კოვიდრეგულაციები დაგეგმილზე ადრე შემსუბუქდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა

“დღეს 18 ათასი ტესტიდან დადებითი ამჩვენებელია 723, რაც დიდი ციფრია თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი ჩვენ უფრო თამამად ფრთხილად მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.

დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შვინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რა თქმა უნდა ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ კოვიდრეგულციების მოხსნის მოთხოვნით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან აქციები რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button