ახმეტაში 18 ჭურვი აღმოაჩინეს

ახმეტაში RPG- 7 ტიპის 18 ჭურვი აღმოაჩინეს. გამნაღმველებმა სოფელ მაღრაანში მდებარე ტბიდან ყუმბარები უკვე ამოიღეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ტბა კერძო საკუთრებაა. ჭურვების პოვნა ტბის დაშრობის შემდეგ მოხერხდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგა სამქეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ყუმბარები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button