მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახმეტაში ავტოავარიის შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა

ოთხი არასრულწლოვანი და მძღოლი დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. ახმეტა- თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები ხუთმა მგზავრმა, მათ შორის, ოთხმა არასრულწლოვანმა მიიღო. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბული სიჩქარე გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

მსგავსი პოსტები

Back to top button