მნიშვნელოვანიმოზაიკა

ახმეტაში “ფინკა ბანკის” განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

 

ახმეტაში, გ.ჭანტურიას 11-ში, “ფინკა ბანკის” ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდება. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

“ფინკა ბანკმა” საბანკო ლიცენზია 2013 წელს მიიღო და საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, დღეს მომხარებლებს უკვე სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ფულადი გზავნილების განაღდება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და სხვა.

სერვის ცენტრის გახსნაზე “ფინკა ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა აღიშნა,რომ ამ სერვის ცენტრის გახსნა ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის კახეთის რეგიონი

„მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ახმეტაში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით. აქ მათ დახვდებათ სასიამოვნო და მყუდრო გარემო, პროფესიონალი თანამშრომლები და მაღალი ხარისხის მომსახურება. ახმეტის თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე. ფინკა ბანკში სერვის ცენტრების განახლების პროცესში კვლავაც გაგრძელდება“.  

განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, თანამედროვე სერვის ცენტრის გახსნა ახმეტისთვის მნიშვნელოვანია.

,,მოხარული ვარ, რომ გაიხსნა ახალი სერვის ცენტრი. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული სხვადასხვა საბანკო პროდუქტით’’.

ახმეტის სერვის ცენტრის გახსნაზე ადგილობრივები და “ფინკა ბანკის” მომხმარებლებიც იყვნენ მოწვეულები. მათი აზრით, ახალი სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს დამატებითი გადაადგილების გარეშე ისარგებლონ ფინანსური მომსახურებით. ახმეტაში მცხოვრები მაია ჭინჭარაული ამბობს, რომ “ფინკა ბანკი” ყოველთვის მათზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს სთავაზობს.

,,12 წელია ფინკა ბანკის მომხმარებელი ვარ, მცირე ბიზნესი მაქვს, რომელიც ფინკა ბანკის მხარდაჭერით გავაძლიერე. ასევე, ფინკა ბანკის დახმარებით ჩემმა შვილებმა შეძლებს ესწავლათ უნივერსიტეტებში. ყველა სერვისი არის მორგებული მომხმარებელზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სეზონური აქციები ხელს შეუწყობს მეტი მომხმარებლის მოზიდვას’’.  

“ფინკა ბანკი” უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზეა და ბიზნესის მქონე პირებს საფინანსო მომსახურებას უწევს, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფინკა ბანკი მომხმარებელს ბევრ სიახლესა და საინტერესო შეთავაზებებს ჰპირდება.  R

მსგავსი პოსტები

Back to top button