“ახმეტაში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა განეიტრალდა”
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ინფორმაციით, ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა წარმატებით განეიტრალდა.
როგორც რადიო „ჰერეთს“ “დელტადან” აცნობეს, “დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 15 სექტემბრის 22:00 საათიდან კახეთის რეგიონში ახმეტის რაიონის თავზე ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებთ შემომავალი მეოთხე კატეგორიის სეტყვის ღრუბელი დაფიქსირდა, საერთო ფართობით 185 კმ2”.
მათივე ინფორმაციით, “სეტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ-მდე. 22:31 საათიდან 22:44 საათამდე ღრუბელზე სარაკეტო ზემოქმედება სამჯერ განხორცილდა. გასროლილი იქნა 15 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, შედეგად ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა მთლიანად განეიტრალდა და დაიშალა”.