ახმეტაში წყალმომარაგების კომპანიას დაუპირისპირდნენ

ახმეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ გამრიცხველიანების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა.

მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. ისინი წყალზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას და დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ.

ახმეტელები ამბობენ, რომ დამონტაჟებული მრიცხველების უმრავლესობა გაუმართავია და დღემდე არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ გამრიცხველიანების პროცესი გაგრძელდება და პარალელურად გაუმართავი მრიცველების შეკეთება განხორციელდება, ეს ყველაფერი კი 10 ვნისიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button