წითელი ცირკულარით ძებნილი ახმეტელი ბორის წიკლაური შესაძლოა იტალიამ რუსეთს გადასცეს
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების თანახმად, იტალია საქართველოს მოქალაქეს რუსეთს გადასცემს.
იტალიაში, ბოლონიის სასამართლომ, წარმოშობით ახმეტელი, რუსეთის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ბორის წიკლაურის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო.
ბორის წიკლაურის ოჯახის ინფორმაციით, მას ბრალად 1999 წელს ჩადენილი მკვლელობა ედება, რომლის გამოც წიკლაურს რუსეთის ფედერაციაში სასჯელი დაუსწრებლად 2000 წელს შეეფარდა.
როგორც რადიო ჰერეთს წიკლაურის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რუსეთის ფედერაციის პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი გაამართლა, რის შემდეგაც ბორის წიკლაურმა ქვეყნის ტერიტორია დატოვა და საქართველოში დაბრუნდა, ახლა კი იტალიაში იმყოფება.
წიკლაურის ნთესავი ნათია მექუდიშვილი რადიო ჰერეთს უყვება, რომ ბიძამისმა მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა. მექუდიშვილის თქმით, ექსტრადირების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბიძამისს ციხეში მოკვლით ემუქრებიან.
” ის თავს იცავდა როდესაც შემთხვევით შემოაკვდა ის კაცი, გარდაცვლილის ოჯახი წლებია ემუქრება ბიძაჩემს, იქ მისი მოკვლა არ გაუჭირდებათ, ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ აქართველოს საელჩოს მაგრამ პასუხს არავინ გვაძლევს.” – განუცხადა ჰერეთს ნათია მექუდიშვილმა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბორის წიკლაურის თანასოფლებები უახლოეს მომავალში როგორც სოფელ მატანში,ასევე თბილისში იტალიის საელჩოსთან საპროტესტო აქციებს წიკლაურის იტალიიდან სამშობლოში გადმოყვანას მოითხოვენ გამართავენ.
ნათია მექუდიშვილი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს ჩაერიოს პროცესში და წიკლაურის იტალიიდან ექსტრადაცია რუსეთის ნაცვლად საქართველოში მოხდეს.
“უახლოეს მომავალში ოჯახი და თანასოფლელები დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, როგორც მატანში ასევე საქართველოში იტალიის საელჩოსთან, დაგვეხმარონ მის სამშობლოში დაბრუნებაში, ეს არის ერთადერთი გზა რომ ის სიკვდილისგან ვიხსნათ.”- აცხადებს ნათია მექუდიშვილი
მოუსმინეთ ნათია მექუდიშვილის ხმას
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბორის წიკლაურის ექსტრადირება იტალიურმა მხარემ შესაძლოა ორი კვირის ვადაში განახორციელოს.