ახმეტელის სახელობის თეატრის დასის გასტროლი სიღნაღში

30 სექტემბერს, 16 საათზე, ახმეტელის თეატრი სპექტაკლით “რაპუნცელი” სიღნაღელი მაყურებლის წინაშე წარდგება.

როგორც რადიო “ჰერეთს” ფესტივალ ქიზიყური შემოდგომის საორგანიზაციო ჯგუფიდან აცნობეს, “სპექტაკლი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ფესტივალ „ქიზიყური შემოდგომის“ საორგანიზაციო ფონდში გადაირიცხება.

რაპუნცელი – ამბავი გრძელთმიან გოგონაზე, რომელიც მაღალ კოშკში ცხოვრობს თანამედროვე ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმაციაა.

ქართულ სცენაზე “რაპუნცელი” პირველად დაიდგა. პრინცი, რომელიც გიტარაზე ცოცხლად მღერის, რომანტიკოსი სავარცხელი, შეყვარებული პოეტი ჩიტი, ავსული ქალბატონი გოტელი – ეს პერსონაჟები დისნეის ცნობილი და სუპერპოპულარული ანიმაციიდან ქართულ სცენაზე გაცოცხლდებიან. რეჟისორია ლაშა გოგნიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button