მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტი ისრაელის სახელმწიფოს ქალაქს დაუმეგობრდა

ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ისრაელის ქალაქ, რიშონ ლეციონს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.
დამეგობრების დოკუმენტს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა და რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიჩმა მოაწერეს ხელი.
რიშონ ლეგიონის მერის განმარტებით, თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით ჩამოყალიბდება.

” ჩვენი მიზანია ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების დამყარება, განათლების დონის ამაღლება და სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. დამეგობრება “ისრაელის სახლის” ორგანიზებით მოხდა”- განაცხადა კინსტლიჩმა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ისრაელის დელეგაცია, ანა ფრანკის ხსოვნისადმი

მიძღვნილ გამოფენასა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს დაესწრო.
საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს ჩამოყალიბდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button