ახმეტის სოფლები დაისეტყვა

წუხელ კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა. ქისტაურში, ახშანში, ზემო ხოდაშენსა და ჩაბინაანში სტიქიამ ვენახები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, წვიმა და სეტყვა 20 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ 200-დან 300 ჰექტარამდე ვენახია დაზიანებული. ზარალის ოდენოება ჯერ უცნობია. მის დათვლას სპეციალური კომისია დღეს დაიწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button