მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ახრა ავიძბას აღკვეთ ღონისძიებად ერთი თვით პატიმრობა მიესაჯა

სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ახრა ავიძბას აღკვეთ ღონისძიებად ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულის ადვოკატი ინგა გაბილაია აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში.

უზენაესმა სასამართლომ კი საჩივარი სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს. ახრა ავიძბა აპირებს შიმშილობის გაგრძელებას.

ადვოკატი ითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

“პიატნაშკას” ბრიგადის მეთაური, აფხაზეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა 4 მარტს დააკავეს. ასევე 4 მარტის საღამოს ჩხრეკა ჩატარდა მის სავხოვრებელ სახლში გუმისთაში,რის შედეგადაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები.

ასევე, იმ სახლში,სადაც ავიძბა ცხოვრობს, დააკავეს მისი ხუთი დაცვის წევრი. მათ ბრალი იარაღის უკანონო ტარებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button