მნიშვნელოვანირეგიონი

ესებუა დღეს სხდომას ესწრება

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოწმეთა გამოკითხვა გაგრძელდება.

სხდომას ბრალდებულიც ესერება.

ესებუას ადვოკატის თქმით,დაცვის მხარემ პროკურატურას ჩანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.

,, როგორც მაქვს ინფორმაცია ბრალდებული ჩამოყვანილია , დღეს გაგრძელდება მოწმეთა გამოკითხვა, სავარაუდოდ, რვა მოწმე გამოიკითხება. რაც შეეხება ჩანიშნულ ექსპერტიზას, დაცცვის მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ პროკურატურის წინაშე, რომ ჩვენი წარმომადგენელი დაესწროს ამ პროცესს და ეს იყოს გამჭირვალე და საჯარო,“- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ წუთებში სხდომათა დარბაზში მოწმის სახით იკითხება დაზარალებული ცირა მორგოშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button