მსოფლიოსიახლეები

ალაბამას შტატში აბორტის გაკეთებისთვის ექიმს შესაძლოა 99 წლიანი პატიმრობა დაემუქროს

ალაბამის შტატის სენატმა 25 ხმით ექვსის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა
აბორტის აკრძალვას. კანონპროექტის მიხედვით, აბორტის გაკეთების მცდელობისთვის ექიმს 10-წლიანი პატიმრობა დაემუქრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა ჩატარდება, კანონდამრღვევ ექიმს 99 წლიანი პატიმრობა ელის.

შტატის სენატის გადაწყვეტილებით, კანონგარეშედ ითვლება გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებში გაკეთებული აბორტებიც. აბორტის გაკეთება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს.

ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად, ალაბამის შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორ კეი აივეის გადაეცემა, რომელიც აბორტების მოწინააღმდეგეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button