რეგიონი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან ღვარცოფულ მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან ღვარცოფულ მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო.
მდინარე ხოდაშნის ხევის გამაგრება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შედეგად ნაპირგასწვრივი გაბიონის კედელი მოეწყობა.

,,მდინარე ხოდაშენის ხევი ღვარცოფული ხასიათისაა. კალაპოტის გადავსების შედეგად, მდინარე გადადის მიმდებარე ტერიტორიაზე და აზიანებს მოსახლეობის სავარგულებს”-აცხადებენ სამინისტროში.

მდინარეზე ავარიული უბნის სიგრძე 2458 მეტრია. პროექტის თანახმად, ავარიული უბნების დასაცავად, ნაპირგასწვრივი გაბიონის კედელი მოეწყობა

პროექტის ღირებულება 2 455 361 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button