რეგიონი

ალავერდში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან სასტუმროს მშენებლობის შესახებ, მოქალაქეებმა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელი მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის დარღვევაა და ის ძეგლის დაზიანებას გამოიწვევს.

“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას.
ალავერდის მონასტერი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გარდა არქიტექტურული ძეგლისა, ალაზნის ველის კულტურულ ლანდშაფტთან ერთად ქმნის უნიკალურ ფასეულობას.
ალავერდის კათედრალისა და ალაზნის ველის, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლის, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები, სამინისტროსგან, ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, საჯარო ინფორმაციას, სასტუმროს მშენებლობის პროექტსა და შესაბამისი ნებართვის გასაჯაროებას ითხოვენ.

განცხადებას ხელს აწერენ: ორგანიზაციები –

„ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება“

„ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“

„საქართველოს ეროვნული ფონდი“

საზოგადოება „ბათომი „სამოქალაქო ინიციატივა“ და „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“

მოქალაქეები – მარიამ ლორია; სოფო ზვიადაძე; ქეთი შავგულიძე; ლევან ლოსაბერიძე; მანანა თევზაძე; მარინე მიზანდარი; ანა მარგველაშვილი; ნინო ინაიშვილი; თამარ სიხარულიძე; ნანა ბაგალიშვილი; თამარ ამაშუკელი; ნინი ფალავანდიშვილი; ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი; გიორგი მუმლაძე; ანა მიქაუტაძე; ლელა ნინოშვილი; გიორგი ხიზანიშვილი; ნატალია ნებიერიძე; დავით მაისურაძე; ნანა ციხისთავი; ნატო ცინცაბაძე; ციცინო ჩაჩხუნაშვილი; მარი ქართველიშვილი; მანანა სურამელაშვილი; ცირა ელისაშვილი; მარიამ გურგენიძე და შოთა გუჯაბიძე.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან 200 მეტრში კომპანია ბადაგონი, 14 მილიონის ღირებულების 32 ნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

სიმბოლური კაფსულა, ობიექტის მშენებლობისათვის ვიცე-პრემიერმა, ამჟამად ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან და ბადაგონის დამფუძნებელთან ერთად, 3 თებერვალს ჩააგდო.
სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2023 წლის აგვისტოს ბოლოს იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button