მნიშვნელოვანირეგიონი

“ალაზანი მილებში უნდა მოაქციონ” – საპროტესტო აქცია კახეთში

საპროტესტო აქცია გაიმართა, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში.

აქციაზე შეკრებილებმა ჰესის “ხადორი 3”-ის მშენებლობის დაწყებას გააპროტესტეს. ადგილობრივების თქმით, მათი ინფორმაციით “მდინარე ალაზანი, გარკვეულ მონაკვეთზე მილებში უნდა მოაქციონ”, რაც საფრთხეს შეუქმნის მთლიან ხეობას.

“არსებობს ოფიციალური დასკვნა, რომ საფრთხის წინაშე დადგება ხეობა. ეს ჰესი რომ ააშენონ არანაირი სარგებელი არ გვექნება. ,გადასახადზეც კი არ გვექნება შეღავათი. ამიტომ არ გვინდა ამ ჰესის მშენებელობა”, – განაცხადა აქციის მონაწილე, გივი ბორჩაშვილმა.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესი, “ხადორი 3”-ის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება.

საპროტესტო აქცია სოფელ ბირკიანში

მსგავსი პოსტები

Back to top button