ალაზანის სარწყავ არხში მამა და 6 წლის შვილი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა გურჯაანში. ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

6 წლის ბიჭის გვამი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა, მამის პოვნის სამძებრი სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button