ალაზანში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ალაზანში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც რადიო “ჰერეთს” ინტერნეტ გაზეთ “ქიზიყიდან” აცნობეს, გვამი იმავე ადგილას იყო ჩაძირული, სადაც მამაკაცი დაიხრჩო.

შემთხვევა 30 ივლისს, გამთენიისას მოხდა. 48 წლის ილია ქადაგიძე მდინარეში თევზაობის დროს შევიდა, რა დროსაც წყალმა წაიღო. მროგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებს მდინარის სწრაფი დინება აფერხებდა.

გარდაცვლილი მუდმივად ნადირობითა და თევზაობით იყო დაკავებული. უბედური შემთხვევაც იმ დროს მოხდა, როდესაც მეგობრებთან ერთად სანადიროდ იყო წასული. მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button