ალაზნის დონემ აიწია – ექსკლუზიური მასალა სტიქიის ზონიდან [VIDEO]
რადიო ჰერეთი გთავაზობთ 16 მაისის ვიდეო მასალას, რომელიც ლაგოდეხი-წნორის ცენტრალურ მაგისტრალზეა გადაღებული, სადაც მდინარე ალაზანის წყლის დონე კვლავ იწევს.
სამაშველო სამსახურების თანამშრომლების განცხადებით, წყლის დონემ გზაზე კიდევ 30 სმ აიწია.
ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელსაც დაკეტილი აქვთ სტიქიის ზონა და იქ მსუბუქ ავტომანქანებს არ უშვებენ.
მასალის გამოყენებისას რადიო “ჰერეთის” მითითება სავალდებულოა.