მნიშვნელოვანირეგიონი

” ალბათ ოფისთან მოსვლა დაგეზარათ”- ერთი კაცის აქცია ახმეტაში

ალტინფოსთან ასოცირებული კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნა ახმეტაში ერთმა ადამიანმა გააპროტესტა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, მათე წვერაიძემ პლაკატი შინაარსით, “დაგვეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო”, ოფისის წინ, ნაგვის ბუნკერზე გამოაკრა.

ახმეტაში ალტინფოს ოფისის გაუქმებას ადგილობრივების სხვადასხვა ჯგუფები, ბოლო კვირაა აქტიურად ითხოვენ, თუმცა მათ, ჯერჯერობით, გაერთიანება ვერ მოახერხეს.

კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა აქციებით გააპროტესტეს საგარეჯოში. აქცია იყო ლაგოდეხშიც, სადაც კონსერვატიული პარტიის მხარდამჭერმა ახლაგაზრდამ, ოფისთან გაკრული პლაკატები, საქართველოს და უკრაინის დროშები ჩამოყარა და მიწაზე დაყარა.

ლაგოდეხის ინციდენტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოების და მათ შორის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერების მხრიდან.

ერთ-ერთმა მათგანმა, ვანო ნადირაძემ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისათვის ახალგაზრდა მამაკაცის დასჯა მოითხოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button