მნიშვნელოვანი
,,ალბათ, „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვიდან ახალ ინსტრუქტაჟს მიიღებს“ – ლევან თარხნიშვილი
,,ალბათ, „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვიდან ახალ ინსტრუქტაჟს მიიღებს და შესაძლოა, რაიმე მატერიალურსაც გამორჩეს“, – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ მორიგი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც თარხნიშვილმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ დროში აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტები საქართველოსთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან მათი განცხადებები ,,ერთიერთში იმეორებს რუსეთის პოზიციას და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“.
პატრიოტთა ალიანსის დელეგაცია მოსკოვში დღეს გაემგზავრა.
მოისმინეთ ლევან თარხნიშვილის ხმა.