მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ალექსანდრ ანქვაბი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს
ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც მკურნალობის კურსს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.
აფხაზური სააგენტოები დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს სამედიცინო პერსონალის კონსოლიუმის გადაწყვეტილებით, ალექსანდრ ანქვაბი 17 იანვარს გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“, – იუწყება „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახური.
ალექსანდრ ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. ხოლო დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კორონავირუსისგან მეჩვიდმეტე დღეს გამოჯანმრთელდა.