მოზაიკასიახლეები

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული “ვოისის” გამარჯვებულია

მუსიკალური შოუს – საბავშვო “ვოისის” გამარჯვებული უკრაინაში ქართველიალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.

12 წლის ქართველი მომღერალი მაყურებლის შეფასებით უდავო ლიდერი იყო. სუპერფინალის პირველ ეტაპზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. ამის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მენტორებთან, ჯგუფ „ვრემია ი სტეკლოსთან“ ერთად, მომღერალ კუზმა სკრიაბინის საკულტო სიმღერა, „ლიუდი, იაკ კარაბლი“ უკრაინულ ენაზე იმღერა, რაც მაყურებლის შეფასებით სუპერფინალის ყველაზე ემოციური ნაწილი გამოვიდა.

სუპერფინალის მეორე ეტაპზე, 12 წლის ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ჰიტი, “ოლ ბაი მაისელფ” შეასრულა, რის შემდეგაც მას უკვე უწოდეს შოუს გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ “ვოისის” საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button