მსოფლიოსიახლეები

ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექიმების თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს.

ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს.

როგორც პრესსპიკერი კირა იარმიში ამბობს, ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. იარმიში ამბობს, რომ ნავალნი მოწამლეს.

“ჩაის გარდა, არაფერი დაულევია. მანამდე, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე საჭირო ოთახში გავიდა და გონება დაკარგა.” – აცხადებს პრესმდივანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button