![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ნავალნი.jpg)
ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს.
ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა.
„ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,“- აღნიშნა იარმიშმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.