ალექსი პეტრიაშვილის საქმე

ლევან მექვაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს. მას ბრალი ე.წ მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს.

შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს მარინა ფილაური სასაფლაოზე თავდასხმას “ყოფით ნიადაგზე მომხდარ შემთხვევას” უწოდებს.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირის დაკავების მიუხედავად, თავისუფალი დემოკრატები საქმეს გახსნილად არ თვლიან და იმედოვნებენ, რომ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პირის დაკავება მალე მოხდება.

ისინი კატეგორიულად ითხოვენ მოხდეს საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს. ამჟამად გამოძიება 117-ე მუხლის 5-ე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button