ალიევი და ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ-ორი ქვეყნის ლიდერები ქვეყანებს შორის აყვავებულ ურთიერთობებს განიხილავენ
ორი ქვეყანა ასევე მიზნად ისახავს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ხაზს აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთს შორის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და თურქეთის პრეზიედნტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
მედიის ცნობით, შეხვედრებზე ორი ქვეყნის ლიდერები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებსა და ორ ქვეყანას შორის აყვავებულ ურთიერთობებს განიხილავენ. ერთობლივი პრესკონფერენცია ორშაბათს არის დაგეგმილი.
ცნობილია, რომ ალიევის ვიზიტის დროს თურქეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ რიგ გარიგებებს, მათ შორის ვაჭრობის საკითხებს. ორი ქვეყანა ცდილობს გააფართოოს ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს დაახლოებით 7,6 მილიარდი დოლარიდან (234,6 მილიარდი TL) მინიმუმ 15 მილიარდ დოლარამდე. ისინი ასევე ცდილობენ გააუმჯობესონ თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, თავდაცვის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროში. ორი ქვეყანა ასევე მიზნად ისახავს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ხაზს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის.
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვისაც, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთი ბევრი საკითხით დაკავშირებულია არა მხოლოდ რეგიონთან, არამედ მსოფლიოსთან.
„დღეს თურქეთს მსოფლიში სიტყვა ეთქმის“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გარანტია. მისივე თქმით, ყარაბაღის მეორე ომის დროს თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იყო.
„ჩვენი ისტორიული საკითხი, რომელიც მშვიდობიანი გზით ვერ გადავწყვიტეთ, ბრძოლის ველზე მოვაგვარეთ. აზერბაიჯანელი ხალხი არ დაივიწყებს თურქეთის მხარდაჭერას. თურქული სამყაროს გაერთიანება და საერთო კულტურების მქონე ხალხების თანაცხოვრება გააძლიერებს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის თითოეული წევრს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ანკარაში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის ლიდერს უთხრა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ. ეს შეხვედრა გაიმართა ქვეყნებს შორის საზღვარზე გასულ კვირაში მომხდარი ესკალაციის შემდეგ. 13 თებერვალს ერევანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ეს 2024 წელს ორ ქვეყანას შორის მომხდარი პირველი სისხლიანი ეპიზოდია, რომელიც დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განვითარდა.
სასაზღვრო მიდამოებში შეიარაღებული ინციდენტები ორ ქვეყანას, რომლებსაც ჯერაც არ აქვს სახელმწიფო საზღვრები დელიმიტირებული, წარსულში ხშირად ჰქონია, თუმცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ დაკავების შემდეგ, – რასაც ასობით სიკვდილი და ათიათასობით ეთნიკურად სომეხი მოსახლის მიერ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოჰყვა, – ეს პირველი შეიარაღებული ინციდენტი იყო.
ცნობისთვის, ალიევი ანკარაში გერმანიიდან ჩაფრინდა, სადაც ის მიუნხენის კონფერენციას დაესწრო.