ალილო გურჯაანში [Audio]
საშობაო ალილოს გურჯაანიც შეუერთდა.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს, მაცხოვრის შობა ახარეს და ნობათი შეაგროვეს.
შემოწირულობები გაიღეს როგორც რიგითმა ადამიანებმა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ორგანიზატორების განცხადებით, შეგროვილ პროდუქტს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.