Aljazeera: საქართველოს დუმილმა ეჭვმიტანილთა შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია

არაბული ტელეარხი ალ-ჯაზირა საქართველოს შესახებ მორიგ ვრცელ მასალას აქვეყნებს სათაურით:საქართველოს დუმილმა ეჭვმიტანილთა შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

საქართველოს მთავრობა ოთხშაბათს, თბილისში ჩატარებული მასშტაბური სპეც-ოპერაციის შედეგად დაღუპული პირის ეროვნებას არ ამხელს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების წარმომავლობაზე კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ მათ ეთნიკურ წარმომავლობასა თუ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.

დაზუსტებული ინფორმაციის ნაკლებობამ ინციდენტის შესახებ სპეკულირება გამოიწვია, უსაფრთხოების თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში დედაქალაქის გარეუბანში არსებულ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში დაუდგენელ შეიარაღებულ პირებს ებრძოდნენ.

სპეც-ოპერაციას ოთხი ადამიანი, 3 ეჭვმიტანილი და ერთი სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბინა ეროვნებით ჩეჩენ პიროვნებას ეკუთვნოდა, რაც ინციდენტში ჩეჩნების ჩართულობის ვარაუდს აჩენს.

„დაზუსტებით არაფერია ცნობილი თუ რა მოხდა გუშინ“ – განაცხადა პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩენმა სულხან ბორძიკაშვილმა. „ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან დამნაშავეები, მაგრამ ეს ინციდენტი პანკისის ხეობას დაუკავშირეს“.

„ახლა გამოძიებამაც რომ დაადგინოს, რომ ბოროტმოქმედები პანკისიდან არ იყვნენ, საზოგადოების აზრი ხეობის მიმართ ნეგატიური დარჩება. სოციალურ ქსელში ხალხმა ჩეჩნების შესახებ უარყოფითი და მძაფრი პოსტების წერა მალევე დაიწყო“ – აცხადებს ბორძიკაშილი „ალ ჯაზირასთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

„ისინი უნდა გადაასახლო, ისინი უნდა ამოხოცო – გუშინდელი დღის შემდეგ ამგვარი პოსტები ჩნდება სხვადასხვა პროფაილზე. ეს საშინელი ამბავია.“

შემდეგ სტატიაში ახსნილია სად მდებარეობს პანკისის ხეობა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთთან ომის შემდეგ ჩასახლდნენ ჩეჩნები ხეობაში.

ალ ჯაზირას მასალაში ასევე, ნახსენებია ორი წლის წინ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რომ ორი პანკისელი შეუერთთდა და ამან ნეგატიური წარმოდგენა შექმნა მსოფლიოში ამ ხეობის მიმართ.

მასალაში საუბარია თარხან ბათირაშვილზეც, რომელიც რეკრუტირებას ახდენდა ახალგაზრდების ISIS-ისთვის, თუმცა ბათირაშვილის სიკვდილის შემდეგ ეს ამბავი ჩაწყნარდა.

სტატიაში მოყვანილია პანკისის მკვიდრის ლეილა ავჭალავილის კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ ხეობაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია:  ბოლო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა ხეობაში გაუმჯობესდა. ჩვენ ადგილობრივი მაცხოვრებლები ყველანაირად ვცდილობთ სიტუაცია გაუმჯობესებას, ველოდებოდით ტურიზმის აღორძინებას. ახლა კი უცებ პანკისის ხეობა ტეროზიმს დაუკავშირეს.

“ქართული მედიის მუშაობა ეთიკის ქარტიამ დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეების ტერორისტებად დასახელებისთვის და მათი გარკვეული ეთნიკური დაჯგუფებისთვის მიკუთვნებისთვის გააკრიტიკა” – წერს ალ-ჯაზრა.

სრულად ალ-ჯაზირას მასალა იხილეთ ამ ბმულიდან 

მსგავსი პოსტები

Back to top button