მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დუდაასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

ჩარკვიანის თქმით, ის თავს უკეთ გრძნობს.

“ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!
თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია”, – წერს პოლიტიკოსი.

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/1627879390712107

აღსანიშნავია, რომ ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა.

„კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთად იმყოფებოდნენ ერთ-ერთ გადაცემაში.

“2 სექტემბერს, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, მაგრამ მისი მიკროფონი მე გამიკეთეს.

“დამეწყო არატიპიური სიმპტომები. ხველა არ მქონია თავიდან, მაგრამ შემდეგ ძალიან გამიმწვავდა.

“გუშინწინ სასწრაფო მყავდა. სასწრაფო რომ მოვიდა, არც მახველებდა, არც სიცხე მქონდა. მერე ამიწია ტემპერატურამ, მაგრამ მაღალი სიცხე არ იყო – 37,3 გრადუსი მიფიქსირდებოდა.” – აცხადებს პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “კურიერთან“.

მსგავსი პოსტები

Back to top button