რეგიონი

ალტ-ინფოს 50-60 კაციანი დაჯგუფება კასტეტებითა და ცივი იარაღით იმუქრებიან

ალტ-ინფოს თან დაკავშირებულ კონსერვატიულ მოძრაობას 50-60 კაციანი დაჯგუფება ჰყავს, რომელიც კასტეტებითა და ცივი იარაღით იმუქრებიან-განცხადება ამის შესახებ, საგარეჯოში პარტია „ლელოს“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს.

მათი მტკიცებით, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული დაჯგუფება ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს ემუქრება.
საგარეჯოში ლელოს წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი, თაკო ყორღანაშვილი ამბობს რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნის გამო ჩატარებული აქციის შემდეგ იღებენ.

დეპუტატი აპირებს განცხადებით მიმართოს სამართალდამცავებს, რითიც განხორციელებული მუქარის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

„საჯარო წყაროებიდანაც მოვუწოდებთ შსს სამონისტროს დაინტერესდეს ჩვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით და პასუხისგებაში მიეცნენ პირები, ვინც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს ემუქრება. ისინი ქალებს შეურაცხმყოფელი სიტვებით მიმართავენ, ხოლო მამაკაცებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩვენი ინფორმაციით, მათ ჰყავთ შექმნილი 50-60 კაციანი დაჯგუფება, რომლებიც ქლაქ-ქალაქ დადიან და კასტეტებითა და ცივი იარაღის ქნევით იმუქრებიან. ამ საკითხზე ჩვენ მალე ოფიციალურადაც მივმართავთ ძალოვან უწყებას“ – განაცაცხადა ყორღანაშვილმა.

პარტიამ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა მარნეულელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას, რომლის მისამართითაც ასევე ხორციელდება მუქარა ალტ- ინფოსთან დაკავშირებული ჯგუფის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ აქცია საგარეჯოში 14 მარტს ჩატარდა. ადგილობრივებმა კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა გააპროტესტეს და პარტიის საქმიანობის აკრძალვა მოითხოვეს.
16 მარტს, საგარეჯოში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისიც დაარბიეს. ოფისში დაახლოებით, 60 ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი გაანადგურეს.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ დარბევაში „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული “კონსერვატიული მოძრაობის ” წევრები მონაწილეობდნენ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button