ალტ-ინფოს წარმომადგენლები რეგიონულ მედიას კახეთშიც ემუქრებიან
ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რეგიონულ მედიას კახეთშიც ემუქრებიან.
მუქარის შემცველ გზავნილებს საინფორმაციო გამოცემა “სპექტრის” წარმომადგენლები მას შემდეგ იღებენ, რაც ალტ-ინფოს შესახებ, ჟურნალისტების მიერ მომზადებული რამდენიმე მასალა გამოაქვეყნეს.
ჟურნალისტი თამარ კაპანაძე ამბობს, რომ 15 მარტიდან, რაც პირველი ინფორმაცია გამოქვეყნდა, ორგანიზაციის მისამართით, მუქარა არ წყდება.
” არ წყდება მუქარის შემცველი გზავნილები ორგანიზაციის მისამართით. მათი მხარდამჭრები სოციალური ქსელის საშუალებით გვემუქრებიან, რომ ღალატის მუხლით გაგვასამართლებენ, გვაფრთხილებენ, რომ ოფისს დაგვატოვებინებენ. პირადად, მე, კითხვის დასმისთვის სასამართლოში ჩივილით მემუქრება ალტ-ინფოს გურჯაანის ოფისის მეპატრონე”- ამბობს თამარ კაპანაძე.
გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მუქარა, თავისუფალ მედიაზე ზეწოლად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა.
განხორციელებული მუქარის ფატებზე, ჟურნალისტები სამართლდცავი ორგანოებისათვის მიმართვას გეგმავენ.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: