მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ალტ ინფოს”ინფორმაციით ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზეა აღნიშნული.

“ალტ ინფოს ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.
გამოკითხვაზე გადაიყვანეს ასევე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მათ დაკავებას არ აპირებენ და მხოლოდ გამოკითხვისთვის მიდიან.

დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის ,ასევე კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.

სამივე მათგანი, ზურაბ მახარძე,გურამ ფალავანდიშვილი და ალექსანდრე ფალავანდიშვილი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button