მნიშვნელოვანისიახლეები

ამ არჩევნებს ძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“-ემიგრანტებთან ერთად, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს

სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ასე აფასებს პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.
„იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“რაღაცნაირად მოახერხოს მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია შედარებით მეტმა „ნაცმოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა „ნაციონალებს“, როგორებიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, ამისთვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.
ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ქვეყანას ერთიანობა გადაარჩენს, რადგან დღეს საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია-“ლელოს”. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“,- მიმართა ვაშაძემ პარტიებს.

შეიქმნა ორგანიზაცია “ემ გიდი”, რომელიც ემიგრანტებს დაეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. საიტისა და ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ახალი პლატფორმა ემიგრანტებს საარჩევნო სიებში დარეგისტრირებასა და კონსულტაციაში დაეხმარება.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, 26 ოქტომბერს, ემიგრანტებთან ერთად, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
“წინასაარჩევნოდ, უამრავი სიგიჟის მომსწრე გავხდებით ამ ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაციებისგან, უსამშობლოებისგან. იარონ ასე ცალ-ცალკე, ვისაც უნდათ, იმას შეხვდნენ. 26 ოქტომბერს, ემიგრანტებთან ერთად, საქართველო გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა და ევროპისკენ სვლა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი ჩაკვეტაძე “ნაციონალურ მოძრაობის” ახალ პროექტზე – მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს, გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს – ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო კოდექსით, აკრძალულია
“ნაცმოძრაობამ” ახალი პროექტი დაიწყო – “ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს. ამომრჩევლის მოსყიდვა საარჩევნო კოდექსით აკრძალულია! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძე აფასებს სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც საკუთარი თავი მოქალაქედ მოიხსენია და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილის “სპეციალური წარმომადგენელიც” არის. რაც შეეხება ემიგრანტებს, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს.
“მოგესალმებით მოქალაქე სოფო ჯაფარიძეო…
კანონმდებლობით, ეს ადამიანი პარტიას წარმოადგენს. პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრია. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის “პირადი წარმომადგენელი””. ამათ, მე მგონი, მართლა ჰგონიათ, რომ “ერთიანობა” რომ დაირქვეს, ნაცები აღარ არიან.
“ნაცმოძრაობამ” ახალი პროექტი დაიწყო – “ემგიდი”. მხარდამჭერთა სიებს აკეთებენ და უცხოეთში უბნებზე ტრანსპორტირებას ჰპირდებიან ჩვენს მოქალაქეებს. ის გავიგეთ, რომ გაუმჭვირვალობისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ გვითხრან, ამ ორგანიზაციას ვინ და საიდან აფინანსებს.
ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო კოდექსით, აკრძალულია!
რაც შეეხება ემიგრანტებს, ჩვენი ხელისუფლება მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს ჰქონდეს შესაძლებლობა 26 ოქტომბერს ხმა მისცეს. ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურია.
ასევე, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომლითაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სათვისტომოებიდან კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სამშობლოში დაბრუნება.” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button