კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამ დაპირისპირებაში პროფესიული მოტივის გარდა, სხვა მოტივი არ არსებობდა – ვახო სანაია

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მასზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომამ საქმეზე ცალსახად უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში პროფესიული მოტივის გარდა, სხვა მოტივი არ არსებობდა, თუმცა დაცვის მხარე საპირისპიროს ამტკიცებს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ჩემი მეუღლე თამარ ყურაშვილი, რძალი ნანა მურუსიძე და ბავშვის ძიძა ხათუნა სომხიშვილი. მათ ისაუბრეს ამ თავდასხმის დეტალებზე, კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩემი აზრით, ამ საქმეში შეკითხვები არ არსებობს, შესაბამისად აღწერეს ის რეალობა რაც იმ ღამეს ხდებოდა. გარდა პროფესიულისა, სხვა მოტივი ამ საქმეში არ არსებობს. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობდა ამ ჩხუბის დროს ჟურნალისტებო, ტელევიზიებო თქვე პროვოკატორებოო. ახლა ადვოკატებს უნდათ მოატრიალონ თითქოს მე მითხრა პროვოკატოროო და სრულიად უცხო ადამიანებს რაღაც პროვოკაცია მოვუწყვე. უნდათ მრავლობითი გადმოიყვანონ მხოლობითში, რაც განწირულია იმისთვის, რომ ვინმემ გაიზიაროს, იმდენად ნათელია ამ დანაშაულის მოტივი”, – აღნიშნა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button