ღარიბაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მისი პასუხი კითხვაზე დააყენებს თუ არა თვის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ასეთია- ,,მე ბევრ რამეზე ვფიქრობ თუმცა მანამდე დიდი დროა“.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმებოდა, თუ ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრას განაცხადა.

„ჩემი პოზიციაა – რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები. მაგ თემაზე მე არავისთან მსჯელობა არ მქონია, მათ რიცხვში, არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე ჯერ საუბარი. მე ვფიქრობ, ირაკლი ახალგაზრდა კაცია და შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. ასე რომ, მე მივესალმებოდი დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა“, – განაცხადა ივანიშვილმა

მსგავსი პოსტები

Back to top button