მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ჰიდრავლიკურ ნაგებობებსა და დნიპროს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს დაარტყეს

ექვსამდე გაიზარდა 22 მარტის ღამეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა ზაპორიჟიეში, სადაც უკრაინის უდიდეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელდა იერიში. უკრაინელი ენერგეტიკოსების შეფასებით, დნეპრჰესს, დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის დროს სადგური რვაჯერ დაიბომბა. უკრაინის სახელმწიფო კომპანია “უკრაინენერგოს” ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არ არსებობს.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

კიდევ ორი ადამიანი ხმელნიცკში დაიღუპა.
“არაადამიანები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ არ ცხრებიან და ახლა ცდილობენ შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურისა და კაშხლის ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე ცინიკურად დარტყმით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ღამით მომხდარი თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო და რომ ეს იყო ბოლო დროს ყველაზე დიდი შეტევა
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა თქვა, რომ ქალაქი “პრაქტიკულად მთლიანად სინათლის გარეშეა დარჩენილი”, დღის განმავლობაში ქუჩის განათებებიც კი არ მუშაობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში საწარმოებსა და მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე ” მასიური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის შორსმსრომელი იარაღიდან.” რუსეთში ამტკიცებენ, რომ “ყველა მიზანი მიღწეულია”და დეზორგანიზებულია სამრეწველო საწარმოების საქმიანობა, სადაც იარაღის რემონტი და გამოშვება ხდება.
რაკეტებითა და დრონებით იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში, ხმელნიცკში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, პოლტავაში, მიკოლაივში, ვინიცში, კრივი-რიჰში, ხარკოვში, დნიპროში, ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკიში განადგურდა და დაზიანდა სახლები, ავტომობილები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას 151 რაკეტითა და დრონით შეუტიეს. უკრაინელმა დამცველებმა 55 დრონისა და 37 რაკეტის განადგურება მოახერხეს.

შეგახსენებთ ნოვა კახოვკაში კაშხლის ნგრევის შემდეგ გამოთავისუფლებულმა წყალმა რამდენიმე საათში დატბორა ქალაქი
2023 წლის ივნისში დაინგრა უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის თანახმად, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა წუხელ უკრაინის ენერგოსისტემაზე ბოლო დროს ყველაზე დიდი შეტევა განახორციელეს.

“მიზანი მხოლოდ ზიანის მიყენება კი არ არის, არამედ შარშანდელის მსგავსად, ქვეყნის ენერგოსისტემაში ფართომასშტაბიანი მარცხის გამოწვევა. სამწუხაროდ, არის დაზიანებები და დაზიანებები წარმოების ობიექტებზე, გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე სხვადასხვა ზონაში”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

მან ასევე დაადასტურა, რომ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.
„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარის, ვლადიმერ კუდრიცკის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთის არმიის სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი – „დნეპროჰესი“.

ვლადიმერ კუდრიცკის თქმით, „დნეპროჰესმა“ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ზუსტი ვითარება შეიძლება, დაზუსტდეს დღის განმავლობაში, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ან რისკი კაშხლის ჩამონგრევის შესახებ.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენა „შაჰედის“ 63 მოიერიშე უპილოტო აპარატი, 12 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ ემ“-ი, 40 ფრთოსანი რაკეტა „ხ-101“/„ხ-555“, ხუთი ფრთოსანი რაკეტა „ხ-22“, შვიდი აერობალისტიკური რაკეტა „ხ-47ემ2“, ორი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხ-59“ და 22 საზენიტო მართვადი რაკეტა „ეს-300“ და „ეს-400“ სისტემებიდან.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 55 „შაჰედი“ და 37 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას ეხმაურება.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ. ისინი [რუსები] თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე ემუქრება. ეს უნდა შეწყდეს! ყველა დამნაშავე დაისჯება”, – წერს ბორელი.

დღეს რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.

რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე განახორციელეს. დაიბომბა ორი დასახლება. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმა საცხოვრებელ უბანში დაფიქსირდა. დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების სამიზნე კერძო სექტორი გახდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავებულები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის გამო, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლექსი კულებამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში დაახლოებით 700 000 ადამიანი დაზარალდა, მინიმუმ 200 000 ათასი სამხრეთ ოდესასში, ამდენივე სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკში და 110 000 – პოლტავის ოლქში.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.

უკრაინის სახელმწიფო ჰიდროენერგეტიკული კომპანიის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეში მდებარე ქვეყნის უდიდეს კაშხალს, „დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს“ დაარტყა, სადაც მაშველები ხანძარს ებრძვიან, თუმცა კაშხლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო. „მიზანი არის არა მხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ მცდელობა, რომ ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ფართომასშტაბიანი მარცხი გამოიწვიონ“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button